ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსები უკრაინის პრეზიდენტის ოფისსა და რეზიდენციაზე დარტყმას გეგმავენ

რუსები უკრაინის პრეზიდენტის ოფისსა და რეზიდენციაზე დარტყმას გეგმავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეციალისტებმა დოკუმენტები მოიპოვეს, რომლებიც რუსების მიერ უკრაინის წინააღმდეგ ახალი დარტყმების მომზადებაზე მეტყველებენ, კერძოდ კი, როგორც ისინი აღნიშნავენ, „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე“. მათ შორის თითქმის ორი ათეული პოლიტიკური ცენტრი და სამხედრო სარდლობის პუნქტია.

რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია გავითვალისწინეთ. მაგრამ ღირს კონკრეტულად რუსეთის ხელისუფლებისთვის აღნიშვნა, რომ უკრაინა რუსეთი არ არის. აგრესორი სახელმწიფოსგან განსხვავებით, სადაც ნათლად არის ამ ომის ავტორი და მის გარშემო არსებული დიდი ხნის წრე, რომელიც რეალობისგან მის ჩამოშორებას უწყობს ხელს, უკრაინის თავდაცვის წყარო უკრაინელი ხალხის მზაობაა იბრძოლონ თავისი დამოუკიდებლობისთვისა და თავისი სუვერენული სახელმწიფოსთვის“, - წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის პოსტს მიბმულია სატელიტური ფოტოები, რომლებიც უკრაინულმა დაზვერვამ რუსეთის სამხედრო კაბინეტებიდან მოიპოვა. მათზე რამდენიმე ობიექტის კოორდინატები და მონაცემებია აღნიშნული, კერძოდ კი „უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის“, პრეზიდენტის რეზიდენციის (სახელმწიფო აგარაკის) და კიევის ცენტრში მიწისქვეშა დაცული ნაგებობების. ფოტოები 6 მაისით არის დათარიღებული.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო