ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - სი ძინპინი აშშ-ს შემოდგომაზე ეწვევა

ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრამ მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა, სი ძინპინი აშშ-ს შემოდგომაზე ეწვევა, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ ჩინეთის სახელმწიფო მედიასთან საუბარში განაცხადა.

ვან იმ აღნიშნა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიწვია.

„ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რომლის დროსაც ორი სახელმწიფოს მეთაურს ღრმა კომუნიკაცია ჰქონდათ და მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს“, - განაცხადა ვან იმ და შეხვედრა როგორც „ისტორიული“ აღწერა.

მისი თქმით, განსაკუთრებული პროგრესი ვაჭრობისა და ეკონომიკურ საკითხებზე იქნა მიღწეული. ვან ის განცხადებით, აშშ და ჩინეთი სავაჭრო საბჭოსა და საინვესტიციო საბჭოს შექმნაზე შეთანხმდნენ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ირანის ომზეც ისაუბრა.

„ჩინეთი მოუწოდებს როგორც აშშ-ს, ასევე ირანს, განაგრძონ უთანხმოებებისა და დავების, მათ შორის ბირთვული საკითხის, მოლაპარაკებების გზით მოგვარება, და მხარს უჭერს ჰორმუზის სრუტის რაც შეიძლება სწრაფად გახსნას ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების საფუძველზე“, - განაცხადა ვან იმ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში