გიორგი ბუტიკაშვილი - 26 მაისს ეფექტს აუცილებლად მივიღებთ იმ განწყობებიდან გამომდინარე, რასაც ვუყურებთ

ცვლილება მოაქვს ძალას, „ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ ერთობაში არსებობა არის ძალის დემონსტრირება, მაგრამ მათ კარი თავად დაკეტეს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გიორგი ბუტიკაშვილის განმარტებით, პარტიებმა: „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ აირჩიეს გზა, რომელიც არ პასუხობს საზოგადოებრივ მოთხოვნას.

„26 მაისს ეფექტს აუცილებლად მივიღებთ იმ განწყობებიდან გამომდინარე, რასაც ვუყურებთ. „ლელოს“ განსხვავებული აზრი აქვს 26 მაისთან დაკავშირებით და სულ სხვა მიმართულებით ვითარდება მათი პოლიტიკური ხედვები მიუხედავად იმისა, რომ პროდასავლურია და ოპოზიციურად არის განწყობილ, მათ სხვა გზა აირჩიეს, რაც არ პასუხობს საზოგადოებრივ მოთხოვნას. ვნახეთ თვითმმართველობის არჩევნებში ორივე პარტია „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“, რა შედეგამდე მივიდნენ? სრული უნდობლობა გამოაცხადა საზოგადოებამ საარჩევნო სისტემის მიმართ და უბრალოდ არ მივიდნენ არჩევნებზე. ეს განმეორდება, ეს აჩვენებს ზუსტად, რა სურს საზოგადოებას.

ცვლილება მოაქვს ძალას და მათი ერთობაში არსებობა არის ძალის დემონსტრირება. კარი თავად დაკეტეს, ჩვენ იმ პერიოდში ვართ ახლა, რომ ცხადად უნდა გაჩნდეს, ვინ რა გზით აპირებს ცხოვრებას. რუსეთსა და ბელარუსშიც ტარდება არჩევნები და იქაც იღებს მონაწილეობას ოპოზიცია. „ლელომ“ განაცხადა, რომ ისინი ნებისმიერ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. მე პირადად ძალიან გამიჭირდება, რომ საზოგადოებას ველაპარაკო და დავარწმუნო, რომ მივიდეს იმ არჩევნებზე და მიიღოს მონაწილეობა, რომელიც ვიცი, რომ არის ყალბი და რომელში მონაწილეობაც არაფერს ცვლის, გარდა იმისა, რომ „ოცნება“ ფასადური დემოკრატიის ლეგიტიმაციას ახდენს“, - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო