უკრაინული მედია - რუსეთის სტავროპოლის მხარეში ქიმიურ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის სტავროპოლის მხარეში ქიმიურ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, დრონებით თავდასხმის შედეგად სტავროპოლის მხარეში, ქალაქ ნევინომისკში მდებარე „აზოტის“ ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

„ნევინომიისკის აზოტის“ ქარხანა რუსეთში აზოტოვანი სასუქების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია.

სტავროპოლის მხარის გუბერნატორმა, ვლადიმერ ვლადიმეროვმა განაცხადა, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

ასევე, რუსული „ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, დრონებით თავდასხმა განხორციელდა თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნაბერეჟნიე-ჩელნიში მდებარე ელექტრომოწყობილობების საწარმოზეც.

თათრეთის რესპუბლიკის ხელისუფლების ცნობით, საწარმოში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო