ფინანსთა სამინისტრო - საკრედიტო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი კვლავ BB დონეზე დატოვა და დაადასტურა სტაბილური პერსპექტივა

საკრედიტო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა და სტაბილური პერსპექტივა დაადასტურა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყნის შეფასების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მდგრადობა აჩვენა.

„რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა მაღალი ეკონომიკური ზრდით, სწრაფი ეკონომიკური განვითარებით, განხორციელებული ფისკალური პოლიტიკით, ზომიერი მთავრობის ვალითა და სტაბილური საბანკო სისტემით არის განპირობებული.

სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ მაღალი გეოპოლიტიკური და გლობალური რისკების მიუხედავად, ქვეყანა ინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, რაც გაძლიერებული შიდა მოთხოვნითაა განპირობებული. აღნიშნულია ინვესტიციების მაღალი მაჩვენებელი, ასევე წმინდა ექსპორტის დადებითი კონტრიბუცია. Fitch Ratings-ი მოელის, რომ საშუალოვადიან პერიოდშიც საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდა მისი მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებზე მაღალ მაჩვენებელზე დაფიქსირდება.

სააგენტო საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს, კვლავ, გონივრულად და წინდახედულად აფასებს.

Fitch Ratings-ი აღნიშნავს, რომ მიმდინარე ანგარიშის ბალანსი ბოლო წლებში გაუმჯობესებულია, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი ნარჩუნდება ფისკალური ზღვრის - მშპ-ის მიმართ 3 პროცენტზე მნიშვნელოვნად დაბალ დონეზე, მთავრობის ვალი კი მშპ-ის 35%-ზე დაბლა, რაც მნიშვნელოვნად დაბალია, როგორც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ზღვართან, ასევე მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ასევე, აღნიშნულია, რომ ვალის პორტფელში უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალი, პრაქტიკულად სრულად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან აღებული, შეღავათიანი კრედიტებისგან შედგება. ამასთან, გაზრდილია საერთაშორისო რეზერვების დონე და მონეტარული პოლიტიკა განაგრძობს მკაცრ პოლიტიკას ინფლაციის ტენდენციების გათვალისწინებით.

Fitch Ratings-ი საქართველოს საბანკო სისტემას კარგად კაპიტალიზებულად აფასებს, სადაც შენარჩუნებულია სექტორის მომგებიანობა, აქტივების ხარისხი და გონივრული ზედამხედველობა. ამასთან, ხაზგასმულია, რომ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მაკროპრუდენციული ღონისძიებები ხელს უწყობს დოლარიზაციის შემცირებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ
კომპანია EAGLE HILLS-მა გლობალური წარმომადგენლობა გააფართოვა და მონტენეგროში, შასის ტბის სანაპიროზე, პროექტი ŠAS HEIGHTS წარადგინა
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა
30 წელი ინოვაციების, განვითარებისა და მომხმარებელზე ზრუნვის გზაზე - ელიტი დაბადების დღეს აღნიშნავს
KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ - ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე