ვლადიმერ პუტინი 19-20 მაისს ჩინეთს ეწვევა

ვლადიმერ პუტინი 19-20 მაისს ჩინეთს ეწვევა, - ინფორმაციას რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მიწვევით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 19-20 მაისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

კრემლის ცნობით, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები შეხვედრის ფარგლებში ორმხრივ, საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებს განიხილავენ.

კრემლი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების შემდეგ პუტინი და სი ძინპინი ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ და ორმხრივ სამთავრობათშორისო დოკუმენტებს გააფორმებენ.

ვიზიტის ფარგლებში პუტინი ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ციანსაც შეხვდება და მასთან სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს განიხილავს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო