ეროვნული ბანკი - Fitch-ის პროგნოზით,  ინფლაცია ეტაპობრივად შემცირდება და 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება

საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიხედვით, ‘BB' რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მაღალი დონე, სანდო მაკრო-ფისკალური პოლიტიკის ჩარჩო, ზომიერი საგარეო ვალი და მდგრადი საბანკო სექტორი ქვეყნის სარეიტინგო პოზიციას ამყარებს.

როგორც Fitch-ის მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ზრდა კვლავ განაგრძო და 2026 წლის აპრილში 6.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. მათივე განმარტებით, ბოლო თვეებში ლარის გამყარებამ საქართველოს ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა მისცა სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის შესყიდვები განეხორციელებინა.

„საქართველოს ეკონომიკაში არსებული ძლიერი შიდა ეკონომიკური გარემო კვლავ უწყობს ხელს საბანკო სექტორის ფინანსური მაჩვენებლების სიმყარეს - სექტორი მომგებიანია (მარტის მდგომარეობით ROE 22.8%), ხასიათდება მაღალი კაპიტალიზაციით (პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 17%) და აქტივების მაღალი ხარისხით (უმოქმედო სესხების წილი 2.5%)“,- ნათქვამია Fitch-ის ანგარიშში.

სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია, სესხების დოლარიზაციის კიდევ უფრო შემცირება მკაცრი სარეზერვო მოთხოვნებისა და მაკროპრუდენციული ზომების ფონზე.

Fitch-ის პროგნოზით, ინფლაცია ეტაპობრივად შემცირდება და 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო