საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებაში იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს სამტრედიის N3, ვანის N1 და ხონის N1 საჯარო სკოლების მოსწავლეებთან.

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრებზე პროკურორებმა ნარკოტიკულ დანაშაულზე, შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და ამ მიმართულებით კანონით გათვალისწინებულ სასჯელებზე ისაუბრეს.

„ღონისძიებები ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღონ.

საინფორმაციო შეხვედრების მთავარი მიზანი მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენციაა.

საქართველოს პროკურატურა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში აქტიურად განაგრძობს სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეების ინფორმირებას ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებული რისკების შესახებ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო