რუსული მედია - ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, დნესტრისპირეთის მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით შეძლებს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, დნესტრისპირეთის მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით შეძლებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

პუტინმა „დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ“ ბრძანებას ხელი მოაწერა.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებას შეძლებენ „18 წელს მიღწეული უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც ბრძანების ძალაში შესვლის დღისთვის დნესტრისპირეთში მუდმივად ცხოვრობენ“.

ბრძანების თანახმად, არაღიარებული დნესტრისპირეთის მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად განაცხადის შეტანას „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის შესახებ“ კანონში მითითებული პირველი სამი მოთხოვნის დაკმაყოფილების გარეშე შეძლებს. კერძოდ, მათთვის განაცხადის შეტანისას რუსეთში ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრება, რუსული ენისა და რუსეთის ისტორიის ცოდნა აუცილებელი არ იქნება.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო