მედია - აშშ-ის გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე პოლონეთს ეწვევა

აშშ-ის გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე პოლონეთს ეწვევა, - ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

პოლონური მედიის ცნობით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე, გენერალი დენ კეინი ვარშავაში მომავალ კვირას ჩავა.

დენ კეინი ვარშავაში ოთხშაბათს ჩავა და პენტაგონის მიერ პოლონეთში 4000 ამერიკელი სამხედროს განლაგების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების საკითხს განიხილავს.

გუშინ აშშ-ის არმიის შტაბის უფროსმა, გენერალმა კრისტოფერ ლანევმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა, რომ „მიიღო ბრძანება ჯარისკაცების რაოდენობის შემცირების შესახებ“ და ბრძანების შესაბამისად, პოლონეთში ჯავშანსატანკო ბრიგადის გაგზავნის გადაწყვეტილების გაუქმება „ყველაზე გონივრული ვარიანტი“ იყო.

დენ კეინს ვარშავაში პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში შეხვდება.

ცნობისთვის, აშშ-ის მიერ პოლონეთში სამხედროების განლაგების გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად The Wall Street Journal-მა გაავრცელა. მაშინ პოლონეთის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია „სიმართლეს არ შეესაბამებოდა“.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო