The New York Times - აშშ და ისრაელი ირანზე დარტყმების განახლების გეგმებზე მუშაობენ

აშშ და ისრაელი ირანზე დარტყმების განახლების გეგმებზე მუშაობენ, - ინფორმაციას გამოცემა The New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განახლების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.

ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, ერთ-ერთ ვარიანტს ირანის სამხედრო და ინფრასტრუქტურული ობიექტების უფრო ინტენსიურად დაბომბვა წარმოადენს.

ასევე, წყაროების ცნობით, შესაძლოა, აშშ-მა ირანიდან ბირთვული მასალის გამოსატანად სპეციალური დანაყოფებიც გამოიყენოს.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პეკინში, ჩინეთის პრეზიდენტთან სი ძინპინთან შეხვედრაზე ირანის საკითხიც განიხილა.

„ჩვენ ვისაუბრეთ ირანზე. გვინდა, რომ ეს დასრულდეს. არ გვინდა, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. გვინდა, რომ სრუტეები გაიხსნას“, - აღნიშნა ტრამპმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო