დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტით დაიწყება. რეგლამენტის თანახმად, როდესაც დღის წესრიგში დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხია, დაუშვებელია მის განხილვამდე სხვა საკითხებზე მსჯელობა.რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, დღევანდელ სხდომაზე საბლოოდ მიიღებენ ,,პარლამენტის რეგლამენტში” ცვლილებებს, რომელიც ვიცე-სპიკერების 9-მდე გაზრდას, კომიტეტების 13-დან 15-მდე გაზრდას, კომიტეტებში მინიმალური წევრების 15-დან 10-მდე შემცირებას, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ერთი ოპოზიციის წარმომადგენლის დანიშვნას, ფრაქციის შესაქმნელად აუცილებელი 7-კაციანი კვოტის 6-მდე შემცირებას ითვალისწინებს.ასევე, დღევანდელ სხდომაზე განხილული იქნება ოპოზიციასთან შეთანხმებული საკითხი იუსტიციის საბჭოში ოპოზიციონერი დეპუტატის წარდგენის თაობაზე და ა.შ.დღევანდელ რიგგარეშე სხდომამდე, დღის წესრიგის განსაზღვრის მიზნით, პარლამენტის ბიურო შეიკრიბება. ბიუროს სხდომაზე ინიცირებული იქნება საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტი, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად დარჩენილი კანონპროექტების უკან გაწვევის პროცედურის გამარტივებას ითვალისწინებს. ამას გარდა, დღესვე მოხდება მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირება, რომელიც ღვინის პროდუქტებზე აქციზური მარკის გაუქმებას ეხება.