საქართველოს პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს პროკურატურა პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო კამპანიას აქტიურად აგრძელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრები ზუგდიდის, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანის, მესტიის, ლენტეხის, სენაკის, ჯვარის, ფოთის საჯარო სკოლებში და შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

„საინფორმაციო შეხვედრებზე პროკურორებმა დეტალურად ისაუბრეს პირადი ცხოვრების ხელყოფის სამართლებრივ ასპექტებსა და იმ მძიმე შედეგებზე, რაც ამ დანაშაულებრივ ქმედებას მოჰყვება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირადი საიდუმლოების დაცვის მნიშვნელობას, შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და კანონით გათვალისწინებულ სასჯელებს.

სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და პრევენციული მუშაობა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია, შესაბამისად, საინფორმაციო კამპანია მომავალშიც გაგრძელდება და სხვადასხვა რეგიონს მოიცავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო