„ქართული დღეები ვაშინგტონში“ - აშშ-ის დედაქალაქი საქართველოს დამოუკიდებლობის, ქართული კულტურისა და მემკვიდრეობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უმასპინძლებს

17-დან 26 მაისამდე, ქალაქ ვაშინგტონში „ქართული ასოციაციის“ ორგანიზებით, ღონისძიებების კვირეული, „ქართული დღეები ვაშინგტონში“ გაიმართება.

პროექტი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 108-ე წლისთავს მიეძღვნება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კვირეული მოიცავს ისტორიულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს:

17 მაისი - ნიუ იორკში დაფუძნებული ქართული ფოლკლორული ანსამბლი „ფესვების“ კონცერტი “თამარ მეფე” და გახსნითი სადღესასწაულო მიღება American University Katzen Performing Arts Center-ში.

21 მაისი -ტრივია ქართულ თემატიკაზე - ოჯახური გასართობი საღამო, სადაც საქართველოში მცხოვრები ამერიკელი წამყვანი და მოხალისეები გაუძღვებიან ქართული ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების თემაზე ინტერაქტიულ შეჯიბრს ჯორჯთაუნში მდებარე ბარ The Tombs-ში.

23 მაისი -ქართული ანბანის ვორქშოფი - პრაქტიკული სემინარი, რომელიც მონაწილეებს გააცნობს მხედრული დამწერლობის ისტორიასა და ესთეიკას. ღონისძიება გაიმართება ვაშინგტონის მარტინ ლუთერ კინგის სახელობის ბიბლიოთეკაში.

25 მაისი - ქართული ლიტერატურული ჟურნალ „ერთობის“ წარდგენა, რომელიც აღადგენს ემიგრაციაში არსებული მრავალწლიანი ლიტერატურული ტრადიციის გაგრძელებას. ღონისძიება ვირტუალურია და დასწრება შესაძლებელია Zoom-ის საშუალებით.

საქართველო–აშშ-ის სამხედრო პარტნიორობის ისტორიის გამოფენა Martin Luther King Jr. Memorial Library-ში და არლინგტონის სასაფლაოზე ვიზიტი. ღონისძიება ეძღვნება ქართულ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობის ხანგრძლივ ისტორიას.

„პროექტის მიზანია აღვნიშნოთ არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობა და კულტურული მემკვიდრეობა, არამედ ჩვენი საზოგადოების სიმტკიცე და საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მჭიდრო კავშირები. იმ დროს, როდესაც საქართველოს დემოკრატიული და დასავლური მისწრაფებები კვლავაც გამოწვევების წინაშე დგას, ასოციაციის მრავალწლიანი მისია, ადამიანების გაერთიანება კულტურის, განათლებისა და საერთო მემკვიდრეობის გარშემო, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენთვის დიდი პატივია, შევქმნათ სივრცე, სადაც შეგვეძლება შევიკრიბოთ, გავამყაროთ ქართულ-ამერიკული კავშირები და საზოგადოება საერთო ღირებულებების გარშემო გავაერთიანოთ“- განაცხადა ქართული ასოციაციის პრეზიდენტმა, სალომე წერეთელი-სტივენსმა.

ორგანიზატორების განმარტებით, „ქართული დღეები“ თავს მოუყრის ქართველებს, ქართველ-ამერიკელებსა და საქართველოს მეგობრებს ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქიდან.

პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციებია ფოლკლორული ანსამბლი “ფესვები”, საქართველოს ამერიკელი მეგობრები - American Friends of Georgia, ქართული მემკვიდრეობის აკადემია - The Academy of Georgian Heritage და ვეტერანთა საქველმოქმედო ფონდი - Veterans Charitable Foundation.

17 მაისს, გახსნით ღონისძიებაზე „ქართული ასოციაცია“ საქართველოს მკვლევარს, ავტორსა და ქართველოლოგს, პიტერ სკინერს, ქართული კვლევებისა და საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვებს. აღსანიშნავია მისი ნაშრომი Georgia: The Land Below the Caucasus: A Narrative History (2014), რომელმაც საერთაშორისო საზოგადოებაში გაზარდა ინტერესი საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს