ვოლოდიმირ ზელენსკი - ემანუელ მაკრონთან კარგი და შინაარსიანი საუბარი მქონდა

როგორც ყოველთვის, ემანუელ მაკრონთან კარგი და შინაარსიანი საუბარი მქონდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უკრაინულ ქალაქებზე რუსეთის დარტყმების „პრინციპული დაგმობისთვის“ მადლობა გადაუხადა.

„ეს თავდასხმები ნათლად აჩვენებს, თუ რას წარმოადგენს რუსეთი და რატომ გვჭირდება კოლექტიური თავდაცვის გაძლიერება. საფრანგეთი ანტიბალისტიკური შესაძლებლობების განვითარებაზე მუშაობისთვის მზადაა“, - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, მაკრონთან ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით მოლაპარაკებების კლასტერების გახსნის საკითხიც განიხილა.

„საფრანგეთი მხარს უჭერს უკრაინას და ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ნაბიჯი უკრაინელებისთვის. ასევე, ემანუელმა აფრიკაში მისი ვიზიტის შესახებ მაცნობა. განვიხილეთ ამ მიმართულებით თანამშრომლობის საკითხი, რადგან ეს უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო