BBC  - ლონდონში მიგრაციის წინააღმდეგ მსვლელობა და პალესტინის მხარდამჭერი დემონსტრაცია მიმდინარეობს

ლონდონში მიგრაციის წინააღმდეგ მსვლელობა და პალესტინის მხარდამჭერი დემონსტრაცია მიმდინარეობს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ცენტრალურ ლონდონში ერთმანეთის პარალელურად ორი მსვლელობა მიმდინარეობს, რომლებშიც ათიათასობით ადამიანი მონაწილეობს.

მიგრაციის წინააღმდეგ მსვლელობის „გააერთიანე სამეფოს“ მონაწილეებს მარშის ორგანიზატორმა ულტრამემარჯვენე აქტივისტმა, ტომი რობინსონმა მიმართა და მათ „ადგილობრივ პოლიტიკაში ჩართვისკენ“ მოუწოდა.

მსვლელობის მონაწილეები დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს გადადგომისკენ მოუწოდებენ და სკანდირებენ: „წავიდეს სტარმერი“.

პალესტინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე შეკრებილ ადამიანებს ხელში პლაკატები აქვთ წარწერებით: „თავისუფლება პალესტინას“ და „გავანადგუროთ ულტრამემარჯვენეები“.

ლონდონის ცენტრში 4000-ზე მეტი პოლიციელია განლაგებული, რომლებიც მსვლელობებს შორის ვითარებას აკონტროლებენ.

პოლიციაში განაცხადეს, რომ „სხვადასხვა დარღვევისთვის“ 11 ადამიანი დააკავეს, თუმცა არ დააკონკრეტეს რომელი მსვლელობის მონაწილეები არიან დაკავებულები.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს