ფსიქოლოგიური და მენტალური განვითარების ცენტრ „ზენ“-ში იშვიათი გენეტიკური დაავადების - „სი-დი-ჯი” სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა

ფსიქოლოგიური და მენტალური განვითარების ცენტრ “ზენ”-ში,,CDG -ი სინდორმისა და აუტიზმის ფონდის” ორგანიზებით, იშვიათი გენეტიკური დაავადების - CDG ,,სი-დი-ჯი” სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანიც, CDG-ი სინდრომის (გლიკოზილირების თანდაყოლილი დარღვევების) შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, CDG-ი სინდრომის მსოფლიო დღეს საქართველო ოფიციალურად წელს პირველად შეუერთდა.

ამ თარიღის ფარგლებში, დაავადების მკურნალობაში ჩართულმა წამყვანმა ექიმებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს CDG-ი სინდრომის მართვის მიმართულებით დაგროვილი 15-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება.

,,შეხვედრაზე ასევე განიხილეს CDG-ი სინდრომის მკურნალობისა და პაციენტის მართვის თანამედროვე მექანიზმები და გამოწვევები.

ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობას, მკურნალობისა და პაციენტის მართვის თანამედროვე მექანიზმებს, ასევე იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც იშვიათი გენეტიკური დაავადებების მქონე ბავშვები და მათი ოჯახები ყოველდღიურად დგანან.

ღონისძიებას დაესწრნენ CDG-ი სინდრომისა და სხვა იშვიათი დაავადების მქონე ბავშვები, მათი ოჯახის წევრები, ასევე ფონდის მხარდამჭერი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ექიმები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.

დღის ბოლოს ფონდმა CDG-ის სინდორმის მქონე ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

CDG -ი სინდრომის მსოფლიო დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იშვიათი გენეტიკური დაავადებების შესახებ ცნობადობის გაზრდა, მხარდაჭერის გაძლიერება და ადრეული დიაგნოსტიკის განვითარება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო