მედია - იტალიურ ქალაქ მოდენაში მამაკაცი ავტომობილით 10-მდე ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ კი მან გამვლელი დაჭრა

იტალიურ ქალაქ მოდენაში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ამის შესახებ

ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მოდენას ცენტრში ავტომობილის მძღოლი მაღალი სიჩქარით ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ის დაკავებულია.

მას შემდეგ, რაც მძღოლი დაახლოებით ათ ადამიასნ დაეჯახა, ის მანქანიდან გამოვიდა და დანით დაჭრა გამვლელი, რომელიც მის გაჩერებას ცდილობდა. ამის შემდეგ მას ოთხი-ხუთი ადამიანი გაეკიდა, რომლებმაც დააკავეს და სამართალდამცავებს გადასცეს.

ამ მომენტისთვის რვა დაშავებულის შესახებ არის ცნობილი, მათგან ოთხი მძიმე მდგომარეობაშია.

არსებული ცნობებით, 31 წლის დამნაშავის სახელია სალიმ ელ-კუდრი. ის ბერგამოს პროვინციაში დაიბადა, მაგრამ მოდენაში ცხოვრობს.

ინციდენტს იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი გამოეხმაურა სოციალურ ქსელში.

,,ის, რაც დღეს მოდენაში მოხდა, სადაც მამაკაცი რამდენიმე ფეხით მოსიარულეს დაეჯახა და შემდეგ, არსებული ცნობებით, გამვლელი დაჭრა დანით, უკიდურესად სერიოზულია.

სოლიდარობას ვუცხადეს დაშავებულებსა და მათ ოჯახებს. ასევე მადლობას ვუხდი მოქალაქეებს, რომლებიც მამაცად ჩაერივნენ დამნაშავის გასაჩერებლად, და სამართალდამცავ ორგანოებს, მათი რეაგირებისთვის,” - წერს მელონი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო