ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსების მიერ დნესტრისპირეთის მცხოვრებლებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივება ნიშნავს, რომ ახალ ჯარისკაცებს ეძებს და ასევე, ეს არის დნესტრისპირეთის, როგორც ვითომდა თავის ტერიტორიად მონიშვნა

რუსეთის მიერ დნესტრისპირეთის მცხოვრებლებისთვის მოქალაქეობის აღების გამარტივება ნიშნავს, რომ მოსკოვი ახალ ჯარისკაცებს ეძებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მან აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, ითანამშრომლოს მოლდოვასთან დნესტრისპირეთის მცხოვრებლებისთვის მოქალაქეობის მიღების პროცესის გამარტივების შესახებ მოსკოვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთობლივი შეფასებისა და ქმედებები საკითხზე.

,,გუშინ რუსეთის ახალი ნაბიჯი იყო დნესტრისპირეთის მიმართ: რუსებმა გაამარტივეს მოლდოვის ამ რეგიონის მაცხოვრებლებისთვის მოქალაქეობის აღება. სპეციფიური ნაბიჯია და არა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ამდაგვარ თავისთვის ახალ ჯარისკაცებს ეძებს, ვინაიდან მოქალაქეობა სამხედრო მოვალეობას ნიშნავს. ეს ასევე რუსეთის მიერ დნესტრისპირეთის, როგორც ვითომდა თავისი ტერიტორიის მონიშვნაა. ისინი მოსკოვში ხშირად ეუბნებიან სხვადასხვა თანამოსაუბრეს, რომ მათ თითქოსდა მხოლოდ დონბასი აინტერესებთ. რეალურად, გაცილებით მეტი, ვიდრე მხოლოდ დონბასი. ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ. მით უმეტეს, ვინაიდან დნესტრისპირეთში სამხედრო კონტინგენტი და სპეცსამსახურების განლაგება - ჩვენთვისაც გამოწვევაა. ჩვენს ინტერესებშია სტაბილური, ძლიერი მოლდოვა… რუსეთმა მეტი უნდა იფიქროს თავის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ნავთობის გადაზიდვაზე, და არა სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებზე და სხვა ერების მიწაზე,” - განაცხადა ზელენსკიმ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე