რუსული მხარის ინფორმაციით, მოსკოვში დრონებით თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

მოსკოვის ოლქის ქალაქ ხიმკისსა და მითიშჩიში დრონების თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას რუსული მედია მოსკოვის ოლქის გუბერნატორზე ანდრეი ვორობიოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ხიმკიში ქალი დაიღუპა, როდესაც დრონი კერძო სახლს მოხვდა. კიდევ ერთი ადამიანი ნანგრევების ქვეშაა. ორი მამაკაცი დაიღუპა სოფელ პოგორელკში“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

რუსული მედიის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმა განხორციელდა ქალაქ დედოვსკიზეც, რის შედეგადაც სამი მამაკაცი და ერთი ქალი დაშავდა. ამასთან, აგროგოროდოკის დასახლებაში მრავალსართულიანი შენობა და ექვსი კერძო სახლი დაზიანდა. კრასნოგორსკის პუტილკოვოს მიკრორაიონში რამდენიმე ბინა დაზიანდა.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ უკრაინელებმა ასევე სცადეს მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა.

„წინასწარი ინფორმაციით, 12 ადამიანი დაშავდა. ძირითადად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის საკონტროლო პუნქტთან ახლოს; დაშავდა მშენებლების ცვლა“, - განაცხადა მერმა.

რუსული მხარის ინფორმაციით, მათმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 556 დრონი ჩამოაგდეს, მათგან დაახლოებით 130 მოსკოვის ოლქში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს