კაია კალასი - სადაც უთანასწორობა და დისკრიმინაცია ნარჩუნდება, დემოკრატია ვერ ყვავის - ევროკავშირი მტკიცედ ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის ყველა ფორმას

იქ, სადაც უთანასწორობა და დისკრიმინაცია ნარჩუნდება, დემოკრატია ვერ ყვავის. თანასწორობა არჩევითი არ არის - ის თავისუფალი და მდგრადი საზოგადოებების ქვაკუთხედია - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი ავრცელებს.

მისი განცხადებით, მსოფლიოში კვლავ ძალიან ბევრი ლგბტი პირი აწყდება ძალადობას, დისკრიმინაციას, სიძულვილის ენასა და სტიგმატიზაციას და მხოლოდ იმის გამო, რომ ისეთები არიან, როგორებიც არიან, დეზინფორმაციული კამპანიების სამიზნედ იქცევიან.

„როდესაც ლგბტ პირებისთვის ადამიანის უფლებებით სრულფასოვანი სარგებლობა იზღუდება, მონაწილეობა მცირდება, ხოლო საზოგადოებები ნაკლებად ინკლუზიური და ნაკლებად დემოკრატიული ხდება. ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOT) ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე ვალდებულებას, დაიცვას ლგბტ პირების მიერ ყველა ადამიანის უფლებით სრული და თანაბარი სარგებლობა“, - აცხადებს კალასი.

მისი მტკიცებით, დღეს მსოფლიოში დისკრიმინაცია ძლიერდება, მათ შორის - სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით.

„ურთიერთთანხმობაზე დაფუძნებული ერთსქესიანთა ურთიერთობები 65 ქვეყანაში კვლავ კრიმინალიზებულია, რაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა. ეს უნდა დასრულდეს. ევროკავშირი ყველა სახელმწიფოს მოუწოდებს, გააუქმონ კანონები, რომლებიც ურთიერთთანხმობაზე დაფუძნებულ ერთსქესიანთა ურთიერთობების კრიმინალიზებას ახდენს და შეწყვიტონ ლგბტ პირების წინააღმდეგ მიმართული ახალი დისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღება. ყველა ქვეყანამ უნდა გადადგას აუცილებელი ნაბიჯები, რათა ადამიანებს შეეძლოთ იცხოვრონ ისე, როგორც თავად აირჩევენ - შიშისა და დევნის გარეშე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კალასის თქმით, ევროკავშირი მტკიცედ ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის ყველა ფორმას. თანასწორობა ასევე განმტკიცებულია ჩვენს დამფუძნებელ ხელშეკრულებებსა და შესაბამის სასამართლო პრაქტიკაში.

„მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში პროგრესი მიღწეულია, ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო წინ წავიდეთ. ევროკავშირი გააგრძელებს ლგბტ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების მხარდაჭერას, მათ შორის - სტაბილური და პროგნოზირებადი დაფინანსების გზით. მათი საქმიანობა გადამწყვეტია დემოკრატიული ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად, მაშინაც კი, როდესაც მათზე ზეწოლა იზრდება. ევროკავშირი კვლავაც მოითხოვს ლგბტ უფლებადამცველთა დაცვის გაძლიერებას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სამოქალაქო სივრცე ვიწროვდება და რეპრესიები მატულობს“, - აცხადებს კალასი.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ მომდევნო წლებში ევროკომისიის ახალი LGBTQI+ თანასწორობის სტრატეგია მიზნად ისახავს ძალადობისგან დაცვის გაძლიერებას, სიძულვილსა და დისკრიმინაციასთან - მათ შორის ონლაინ - ბრძოლას, ადამიანებისთვის თავისუფლად და თანასწორად ცხოვრების სივრცის გაფართოებას და მთელი საზოგადოების მობილიზებას რეალური თანასწორობის მისაღწევად.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს