ანტონიო კოშტა - მრავალფეროვნებისა და ინდივიდუალური თავისუფლების პატივისცემა ევროკავშირის საფუძველში მდგომი ფუნდამენტური ღირებულებებია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ეხმაურება და აცხადებს, რომ ყოველი ადამიანი უნიკალურია თავისი იდენტობით.

„ყოველი ადამიანი უნიკალურია თავისი იდენტობით. მრავალფეროვნებისა და ინდივიდუალური თავისუფლების პატივისცემა ევროკავშირის საფუძველში მდგომი ფუნდამენტური ღირებულებებია“, - წერს კოშტა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

ცნობისთვის, 17 მაისს ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია