მამუკა მდინარაძე - ყველა აზრს, ყველა მიმდინარეობას აქვს თავისი ადგილი, მაგრამ როდესაც მთავარზე - იდენტობაზე,  ეროვნულობაზე და ტრადიციებზეა საუბარი, ამ შემთხვევაში პოზიცია შეუვალია

ქართველისთვის, რაც დაკავშირებულია რწმენასთან, იდენტობასთან, ტრადიციასთან, ყველაფერი არის ძალიან წმინდა, - ამის შესახებ სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ყველას უსურვებს, რომ მომავალი თაობები ასეთ მაღალ ღირებულებებზე გაიზარდონ.

„შემთხვევითი არ არის, რომ დღევანდელ დღეს ჩვენი უწმინდესის პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით დაერქვა ოჯახის სიწმინდის დღე იმიტომ, რომ ეს არის ტრადიცია, ერთგვარი რწმენაც, ეს არის იდენტობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული საკითხი. პატრიარქ შიო მესამის ინიციატივაც, რომ გაგრძელდეს ეს და შეუქცევადი ხასიათი ჰქონდეს, ასევე ნიშნავს იმას, რომ ქართველი არასდროს დაკარგავს ამ საკითხებთან დაკავშირებულ არანაირ თემას, რწმენას, იდენტობას, ტრადიციას, საკუთარ კულტურას, საკუთარ ოჯახს და მშობლებს ყოველთვის პატივს სცემს და ეს იქნება მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი, მათ შორის ყველა დანარჩენისგან. ვუსურვებ ყველას, მთელ მსოფლიოში ასეთი დამოკიდებულებით ყოფილიყოს მსგავსი ღონისძიებები იმისთვის, რომ თაობები ამ მაღალ ღირებულებებზე გაიზარდონ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძის თქმით, როდესაც იდენტობაზე, ეროვნულობაზე და ტრადიციებზეა საუბარი, ამ შემთხვევაში პოზიცია შეუვალია. იმიტომ, რომ ქართველი ყოველთვის ამ პოზიციაზე იყო.

მისი თქმით, ქართველი ხალხის დამოკიდებულების ამაზე მკაფიო გამოხატვა არის შეუძლებელი.

„ქართველი ხალხის დამოკიდებულებაზე როცა ვსაუბრობთ, დამოკიდებულების ამაზე მკაფიო გამოხატვა არის შეუძლებელი. რა თქმა უნდა, ყველა აზრს, ყველა მიმდინარეობას აქვს თავისი ადგილი, მაგრამ როდესაც მთავარზე - იდენტობაზე, ეროვნულობაზე და ტრადიციებზეა საუბარი, ამ შემთხვევაში პოზიცია შეუვალია. იმიტომ, რომ ქართველი ყოველთვის ამ პოზიციაზე იყო", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს