საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, ბათუმის, ხელვაჩაურის და ოზურგეთის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს პროკურატურა აგრძელებს ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს. პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, პროკურორებმა ბათუმის N2, N16, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების და ოზურგეთის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

მათივე ინფორმაციით, პროკურორებმა მოსწავლეებს შეხვედრებზე ნარკოტიკულ დანაშაულებსა და მის შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.

„საინფორმაციო შეხვედრების მთავარი მიზანი მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენციაა.

საქართველოს პროკურატურა სხვადასხვა სამართლებრივ თემაზე საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურად ატარებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე