მაია სანდუ დნესტრისპირეთის მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებაზე - ალბათ, უკრაინაში ომში გასაგზავნად მეტი ადამიანი სჭირდებათ

მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ მოლდოვას დნესტრისპირეთის რეგიონის მცხოვრებლებისთვის მოქალაქეობის მიღების პროცესის გამარტივებას, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის მობილიზაციის ინსტრუმენტად აფასებს.

„ალბათ, მეტი ადამიანი სჭირდებათ უკრაინაში ომში გასაგზავნად“, - აღნიშნა სანდუმ.

მისი თქმით, ეს რუსეთის ერთ-ერთი ტაქტიკაა, რათა მოლდოვას დნესტრისპირეთის რეინტეგრაციის მცდელობის გამო დაემუქროს.

„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რეგიონის მოსახლეობის უმეტესობამ მოლდოვას მოქალაქეობა მიიღო, რადგან თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობდნენ მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქეობის ფლობით და არა რუსეთის მოქალაქეობით“, - აღნიშნა სანდუმ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოლდოვას დნესტრისპირეთის რეგიონის მცხოვრებლებისთვის მოქალაქეობის მინიჭების პროცესი გაამარტივა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს