ირაკლი კირცხალია - მსოფლიოსთვის დღევანდელი დღე აჩვენებს იმას, თუ სად დგას ქართველი ხალხი, როგორ სცემს პატივს თავის იდენტობას, ისტორიას, სარწმუნოებას

ჩვენი ქვეყნისთვის დღევანდელ დღეს ორმაგი დატვირთვა აქვს. ერთი, ასეთი წმინდა დღესასწაული, რომელიც ჩვენმა სულიერმა მამამ, უწმინდესმა ილია II-მ დააფუძნა. ეს დღე არის ჩვენი იდენტობის, ჩვენი სარწმუნოების, ქვეყნის ერთიანობის და სიყვარულის დღე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მან საზოგადოებას ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა.

კირცხალიას თქმით, დღევანდელ დღეს ყველა ხედავს, სად დგას ქართული საზოგადოება.

"დღევანდელ დღეს მთელი ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო ხედავს, თუ სად დგას, რა ფასეულობების და ღირებულებების გვერდში დგას ჩვენი საზოგადოება. ასევე, ორმაგი დატვირთვის დღეა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კათოლიკოს-პატრიარქი შიო III პირველად აღავლენს დღეს ლოცვა-კურთხევას და ამ უმნიშვნელოვანეს, ისტორიულ დღეს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ვუსურვებ სიყვარულს, გაერთიანებას და ასე ერთობით და სიყვარულით წინსვლას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. მსოფლიოსთვის დღევანდელი დღე აჩვენებს იმას, თუ სად დგას ქართველი ხალხი. აჩვენებს, როგორ სცემს პატივს თავის იდენტობას, ისტორიას, თავის სარწმუნოებას და როგორ შეუძლია ერთიანად ამ ღირებულებების ირგვლივ ასე ზღვად გაერთიანდეს მთელი ქართული საზოგადოება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს