მაკა ბოჭორიშვილი - მნიშვნელოვანია, შედარებით პატარა ქვეყნებისთვის, საზოგადოებამ პატივი სცეს ფასეულობებს და ტრადიციებს, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო - გავიხსენებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრას, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა ამ დღის მნიშვნელობა

ნებისმიერი საზოგადოებისთვის და ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ტრადიციების შენარჩუნება და პატივისცემა, რაზეც დგას და ყალიბდება საზოგადოება.

„ნებისმიერი საზოგადოებისთვის და ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, იმ ფასეულობებისა და ტრადიციების შენარჩუნება და პატივისცემა, რაზეც დგას და ყალიბდება საზოგადოება", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შედარებით პატარა სახელმწიფოებმა საკუთარი იდენტობა და საზოგადოებრივი ღირებულებები შეინარჩუნონ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შედარებით პატარა ქვეყნებისთვის, საზოგადოებამ პატივი სცეს იმ ფასეულობებს და ტრადიციებს, რაზედაც დგას ჩვენი სახელმწიფო", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული დღის მნიშვნელობაზე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის დროსაც გაკეთდა აქცენტი.

„გავიხსენებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრას, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა ამ დღის მნიშვნელობა. როდესაც ფასეულობებს, ტრადიციებს ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საფუძვლებს ექცევა ყურადღება, იმიტომ რომ ამაზე დგას ჩვენი საზოგადოება, იმ ფასეულობებზე, რაც შემონახულია ოჯახში, ჩვენს ტრადიციებში და მნიშვნელოვანია, რომ ამას ყველაფერს სათანადო ყურადღება დავუთმოთ", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ოჯახში დაცული ფასეულობები და ტრადიციები საზოგადოების სიმტკიცისა და მომავალი თაობების აღზრდის მნიშვნელოვანი საფუძველია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე