ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ 3 170-ზე მეტი დრონი, 1 300-ზე მეტი საჰაერო ბომბი და 74 რაკეტა გამოიყენეს - დაიღუპა 52 ადამიანი და 346 დაშავდა - ჩვენს ხალხს მეტი დაცვა სჭირდება

რუსებმა ამ კვირაში უკრაინის წინააღმდეგ 3 170-ზე მეტი დრონი, 1 300-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი და 74 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, გამოყენებული რაკეტების უმეტესობა ბალისტიკური იყო. დარტყმები განხორციელდა საცხოვრებელ შენობებსა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რის შედეგადაც, მიმდინარე კვირაში, 52 ადამიანი დაიღუპა და 346, მათ შორის 22 ბავშვი, დაშავდა.

„ჩვენს ხალხს მეტი დაცვა სჭირდება და ყველაფერი, რაც უკრაინის საჰაერო თავდაცვას უჭერს მხარს, საბოლოო ჯამში, სიცოცხლის გადარჩენას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი PURL-ის ინიციატივა. ასევე მნიშვნელოვანია ევროპაში ბალისტიკური რაკეტებისგან ერთობლივი დაცვის საკითხებზე მუშაობა. ჩვენ თავდაცვის სფეროში თვითკმარი უნდა ვიყოთ, რათა რუსულმა საჰაერო ტერორმა უკრაინას ან კონტინენტზე სხვა რომელიმე ქვეყანას საფრთხე არ შეუქმნას. მადლობელი ვარ ჩვენი ყველა პარტნიორის, რომლებმაც კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს ჩვენი თავდაცვის მხარდასაჭერად“, - წერს ზელენსკი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე