რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ყველა მოქალაქეს ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ყველა მოქალაქეს ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა. ოჯახის ინსტიტუტს საქართველოში, როგორც სხვა ტრადიციულ ქვეყნებში, განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს.

“საქართველო ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, თბილისში, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრამდე ხალხმრავალი მსვლელობა მოეწყო, რომელშიც მრევლთან ერთად, მონაწილეობა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.

წლევანდელ 17 მაისს ქვეყანა პირველად ხვდება ეპოქალური პატრიარქის, ილია მეორის გარეშე. დღევანდელ წირვას, სამღვდელოებასთან ერთად, ახლად აღსაყდრებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე უძღვებოდა. წირვას ესწრებოდნენ პატრიარქის აღსაყდრებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციები.

17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა. ოჯახის ინსტიტუტს საქართველოში, როგორც სხვა ტრადიციულ ქვეყნებში, განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს. ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 2014 წელს დაწესდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ყველა მოქალაქეს ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე