ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შორი მოქმედების „სანქციებმა“ მოსკოვის ოლქს მიაღწია - მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს: მათმა სახელმწიფომ ომი უნდა დაასრულოს

ჩვენი პასუხები რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და ჩვენს ქალაქებსა და თემებზე თავდასხმებზე სრულიად გამართლებულია, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელების მიერ რუსეთის მოსკოვის ოლქსა და დედაქალაქ მოსკოვზე განხორციელებულ თავდასხმებს.

„ამჯერად, უკრაინის შორი მოქმედების სანქციებმა მოსკოვის ოლქს მიაღწია და ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს: მათმა სახელმწიფომ ომი უნდა დაასრულოს“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინელი დრონებისა და რაკეტების მწარმოებლები აგრძელებენ მუშაობას.

„უკრაინელი დრონებისა და რაკეტების მწარმოებლები აგრძელებენ მუშაობას. მადლობელი ვარ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და უკრაინის თავდაცვის ძალების მათი სიზუსტისთვის. მანძილი უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან 500 კილომეტრზე მეტია. რუსეთის საჰაერო თავდაცვის კონცენტრაცია მოსკოვის რეგიონში ყველაზე მაღალია. მაგრამ ჩვენ მას ვძლევთ. დიდება უკრაინას!“- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე