პატრიარქი - თუ არ გამოვასწორეთ დემოგრაფიული მდგომარეობა, გვემუქრება რეალური საშიშროება, რომ ჩვენს სამოთხესავით ლამაზ ქვეყანაში დამკვიდრდებიან სხვა ხალხები - თუ ასე გავაგრძელეთ, საშიშროება რეალურია, რომ რიცხობრივად ქართველობას გადააჭარბონ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი შიო III-ს განცხადებით, თუ საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა არ გამოსწორდა, რეალურია იმის საშიშროება, რომ ქვეყანაში სხვა ხალხები დამკვიდრდებიან და რიცხობრივად ქართველებს გადააჭარბებენ.

როგორც პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში ქადაგებისას აღნიშნა, „ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის საქართველოს უნდა ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს ოჯახს და ხალხს მავნე გენდერული თეორიებისა და იდეოლოგიისგან“.

„თუ არ გამოვასწორეთ ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა, თუ არ ვიზრუნეთ ოჯახის განმტკიცებაზე, გადარჩენაზე, შენარჩუნებაზე, ჩვენ გვემუქრება რეალური საშიშროება, რომ ჩვენ მშვენიერ სამოთხესავით ლამაზ და მშვენიერ ქვეყანაში დამკვიდრდებიან სხვა ხალხები, ჩვენთან ერთად, რომლებსაც უყვართ ბავშვები, რომლებიც არ იშორებენ შვილებს, რომლებიც იცავენ თავიანთ რელიგიას და ამიტომ კარგად მრავლდებიან. შეიძლება, ღმერთმა დაგვიფაროს, რა თქმა უნდა, მაგრამ ასე თუ გავაგრძელეთ ჩვენ, ეს საშიშროება რეალურია, რომ გადააჭარბონ რიცხობრივად ქართველობას. მადლი მოგცეს უფალმა, რომ ვიშრომოთ, ვიღვაწოთ ოჯახის გადარჩენისთვის, ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის, რომ ვიქონიოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს ოჯახს, ჩვენს ხალხს მავნე გენდერული თეორიებისგან, იდეოლოგიისგან. უარი კი არ უნდა ვთქვათ ამ კანონმდებლობაზე, როგორც ზოგიერთები მოგვიწოდებენ, არამედ პირიქით, უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ ეს მიმართულება, ოჯახის დაცვის და შენარჩუნების. ეს არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, გამრავლების საწინდარი, ასევე ღვთის წყალობის“, - განაცხადა პატრიარქმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე