ჯანმო-მ კონგოსა და უგანდაში ებოლას აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და უგანდაში ებოლას აფეთქება „საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად“ გამოაცხადა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჯანმო-მ განაცხადა, რომ ბუნდიბუგიოს ვირუსით გამოწვეული აფეთქება არ აკმაყოფილებს პანდემიის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების კრიტერიუმებს, თუმცა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან სახმელეთო საზღვრის მქონე ქვეყნები დაავადების შემდგომი გავრცელების მაღალი რისკის წინაშე დგანან.

ჯანმო-ს განცხადებით, შაბათის მდგომარეობით, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაში გარდაცვალების 80, ლაბორატორიულად დადასტურებული რვა და 246 საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ქვეყანაში, სადაც ებოლა პირველად 1976 წელს დაფიქსირდა, მე-17 აფეთქება შესაძლოა გაცილებით მასშტაბური იყოს, საწყისი ნიმუშების მაღალი დადებითობის მაჩვენებლისა და საეჭვო შემთხვევების მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით.

ორგანიზაციის განმარტებით, ეს აფეთქება განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს, რადგან, ებოლას ზაირის შტამისგან განსხვავებით, ბუნდიბუგიოს ვირუსის წინააღმდეგ დამტკიცებული სპეციფიკური სამკურნალო საშუალებები ან ვაქცინები არ არსებობს. ქვეყნის წინა აფეთქებებიდან ყველა, ერთის გარდა, სწორედ ზაირის შტამით იყო გამოწვეული.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია