„თბილისი პრაიდი” - ბოლო წლებში „ქართულმა ოცნებამ“ სცადა, ქვიარ ადამიანები საჯარო სივრცეებიდან და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ - გაძლიერდა სიძულვილი, ცენზურა და დევნა

ბოლო წლებში „ქართულმა ოცნებამ“ სცადა, ქვიარ ადამიანები საჯარო სივრცეებიდან და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ. გაძლიერდა სიძულვილი, ცენზურა და დევნა. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, უარს ვამბობთ სასოწარკვეთაზე. ყოველი ავტორიტარული რეჟიმი წარმავალია, - ამის შესახებ „თბილისი პრაიდის“ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვრცელდება.

როგორც ლგბტქ+ მოძრაობის განცხადებაშია აღნიშნული, 2013 წლის 17 მაისს ქვიარ თემზე თავდასხმა ნათელი მაგალითია იმისა, რომ ძალადობა და ჩაგვრა ხელისუფლების პოლიტიკური ნება ყოველთვის იყო.

„17 მაისს - ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს - გვინდა, ვისაუბროთ ქვიარ ადამიანების მედეგობაზე, ხანგრძლივ წინააღმდეგობასა და ურთიერთზრუნვაზე. მიუხედავად ძალადობის, დევნისა და ჩაგვრისა, ქვიარ ადამიანები კვლავ ვქმნით სივრცეებს, სადაც ერთმანეთის დანახვა, სოლიდარობა და თავისუფლება შესაძლებელია. სათემო შეხვედრებზე, კლუბურ სივრცეებში, პროტესტის წინა ხაზებზე თუ ემიგრაციაში - ყველგან ვცდილობთ, ერთმანეთი არ დავკარგოთ. ქვიარ ადამიანებს ისტორიულად გვიწევდა მტრულ გარემოში არსებობა. ამიტომ ვიცით, როგორ გადავრჩეთ, როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს და როგორ შევინარჩუნოთ ადამიანურობა ყველაზე რთულ პირობებშიც.

2013 წლის 17 მაისს ქვიარ თემზე თავდასხმა ნათელი მაგალითია იმისა, რომ ძალადობა და ჩაგვრა ხელისუფლების პოლიტიკური ნება ყოველთვის იყო. ჩვენს სხეულებზე იწვრთნებოდა ის ავტორიტარიზმი, რომელიც დღეს უკვე მთელი საზოგადოებისთვისაა ხილული. ბოლო წლებში „ქართულმა ოცნებამ“ სცადა, ქვიარ ადამიანები საჯარო სივრცეებიდან და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ. გაძლიერდა სიძულვილი, ცენზურა და დევნა. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, უარს ვამბობთ სასოწარკვეთაზე. ყოველი ავტორიტარული რეჟიმი წარმავალია. ჩვენ ერთმანეთს ვინარჩუნებთ. ზოგჯერ გადარჩენაც ბრძოლის ფორმაა. ჩვენი წინააღმდეგობა მხოლოდ უფლებებისთვის ბრძოლა არაა - ის სიყვარულიცაა, სიხარულიც და თავისუფლების სურვილიც“,-აღნიშნულია „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ