თბილისში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდა

17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდა. ქაშვეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრიდან, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე მსვლელობა 11:00 საათზე დაიწყო.

მსვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ სამრევლოები და მათი წინამძღვრები, აგრეთვე საკვირაო სკოლები როგორც მცხეთა-თბილისის, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ეპარქიებიდანაც.

სამების ტაძარში ლოცვითი მსვლელობიდან მისული მრევლი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III დალოცა და სიტყვით მიმართა.

მანამდე, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში პატრიარქმა შიო III-მ პირველი სადღესასწაულო წირვა აღავლინა.

სამების ტაძარში სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა; საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

წირვას დაესწრნენ მისი პატრიარქის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები და სტუმრები, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს