მარია ზახაროვა მოსკოვზე თავდასხმაზე - ევროვიზიის სიმღერების ჰანგებზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა კიევის რეჟიმმა კიდევ ერთი მასობრივი ტერორისტული თავდასხმა განახორციელა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვზე დრონებით „კიევის რეჟიმის მიერ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული“ კიდევ ერთი „მასობრივი ტერორისტული თავდასხმაა“.

„ევროვიზიის სიმღერების ჰანგებზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა კიევის რეჟიმმა კიდევ ერთი მასობრივი ტერორისტული თავდასხმა განახორციელა. სამიზნეები მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა იყო - ადამიანები, საცხოვრებელი კორპუსები და კერძო სახლები. ეს ტერორისტული თავდასხმები, ისევე როგორც წინა თავდასხმები, ზელენსკის და ბანკოვას, ასევე მათი დამფინანსებელი კოლექტიური დასავლური უმცირესობის მიერ ჩადენილი დანაშაულებია“, - აღნიშნა ზახაროვამ.

ცნობისთვის, რუსული მხარის ინფორმაციით, ღამით მოსკოვის ოლქსა და დედაქალაქ მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე