გიორგი სიორიძე - ერთად უნდა შევძლოთ და ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ბავშვებმა მიიღონ წამალი

ჩვენი საზოგადოების ღირსების საკითხია, რომ დავამტკიცოთ, ისეთ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება, სადაც თითოეული ადამიანის, თითოეული ბავშვის სიცოცხლე არანაირად არ იზომება ფულით, - ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ "ინტერპრესნიუსს" დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერ აქციაზე განუცხადა.

სიორიძის თქმით, „ქვეყნის სირცხვილია“, როცა მოქალაქეებს უწევთ იმის თხოვნა, რომ სახელმწიფომ წამალი დაუფინანსოს.

"მიეცით წამალი ბავშვებს! - ეს ფრაზა მთავარ მესიჯად გასდევს უკვე პროტესტს, ნებისმიერ საჯარო გამოსვლას, ნებისმიერ საჯაროდ გამოთქმულ სიტყვას, წუხილს და ეს ერთი მხრივ, არის ტრაგედია ამ ქვეყნის, რომ გვიწევს საუბარი იმაზე, რომ ბავშვების სიცოცხლე გადავარჩინოთ და როგორც მინიმუმ, გავუხანგრძლივოთ სულ ასამდე ბავშვს სიცოცხლე. მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობა ამ ბავშვების ოჯახის წევრებს, მშობლებს, რომ ასე საჯაროდ გამოხატავენ მათ წუხილს და მიიპყრეს საზოგადოების ყურადღება.

თითოეული მოქალაქის ვალია, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ, უფრო მეტნი ვიყოთ, უფრო მეტად გავაგონოთ ხმა ყველას და იქნებ ასე მაინც გამოვიწვიოთ ამ ე.წ. ხელისუფლების მხრიდან რეაქცია.

ძალიან დიდი სირცხვილია, როდესაც ხელისუფლების მხრიდან პასუხად ვიღებთ იმას, რომ თითქოს მედიკამენტი საბოლოო განკურნების საშუალებას არ იძლევა. უამრავი დაავადებაა, რომელიც შეიძლება საბოლოოდ არ იკურნებოდეს, დიაბეტიც არ იკურნება, მაგრამ არსებობს შესაბამისი მედიკამენტები, რომლითაც თუნდაც სიცოცხლის გახანგრძლივება შეიძლება.

ეს არის ჩვენი საზოგადოების ღირსების საკითხი, რომ დავამტკიცოთ, ისეთ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება, სადაც თითოეული ადამიანის, თითოეული ბავშვის სიცოცხლე არანაირად არ იზომება რაოდენობით და მითუმეტეს ფულით.

ერთად უნდა შევძლოთ და ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ბავშვებმა მიიღონ წამალი", - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს