„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ლიდერები რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ

პოლიტიკური გაერთიანება "ძლიერი საქართველო-ლელო" რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

პრესსამსახურის თანახმად, პარტიის ლიდერები სოფელ ახალ კუმისსა და რუსთავში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათგან მოისმინეს „ის პრობლემები, რომლებიც წლების განმავლობაში მოუგვარებელი რჩება“.

„ახალ კუმისში მოსახლეობა მძიმე სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პირობებზე საუბრობს - სოფელში დღემდე არ არის სასმელი წყალი, ბუნებრივი აირი, მოუწესრიგებელია გზები, ხოლო უამინდობის დროს გადაადგილება თითქმის შეუძლებელი ხდება”, - აღნიშნულია კოალიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ცნობით, რუსთავში კი „ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა დასახელდა“.

„ადგილობრივების თქმით, უსაფრთხოების ელემენტარული პირობების არარსებობის გამო მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებსაც, ყოველდღიურად საფრთხის შემცველ გარემოში უწევთ გადაადგილება.

"ძლიერი საქართველო-ლელოს" მიზანია რეგიონებში არსებული პრობლემების ადგილზე გაცნობა და მოსახლეობის საჭიროებების პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს