უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოები - რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ოლენა ზელენსკას დაპატიმრება იგეგმება სიმართლეს არ შეესაბამება

ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტის მეუღლის, ოლენა ზელენსკასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და მისი დაპატიმრება იგეგმება.

„ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა ეხმაურებიან რუსულ და პრორუსულ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციის კიდევ ერთ ტალღას, რომ თითქოს უკრაინის პრეზიდენტის მეუღლის წინააღმდეგ „გამოძიება“ მიმდინარეობს. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა ამ დეზინფორმაციაში აღნიშნულ არცერთ პროცედურულ ქმედებას არ ახორციელებენ“, - აღნიშნულია ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებაში.

უწყების განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია აგრესორი სახელმწიფოს მიერ სისტემატური დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ინსტიტუტების დისკრედიტაციას, ანტიკორუფციული სააგენტოების მიმართ ნდობის შელახვას, სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციას და უკრაინის ერთიანობის შესუსტებას.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს