შალვა პაპუაშვილი ჩინეთში გაემგზავრა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ეს, ბოლო 20 წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტია ჩინეთში, რომლის ფარგლებშიც შალვა პაპუაშვილი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

„დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველო-ჩინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს