მამუკა მდინარაძე - კრიტიკის გამო არავინ არავის დაადებს ადმინისტრაციულ სახდელს, ამის გარანტიას გაძლევთ

კრიტიკის გამო არავინ არავის დაადებს ადმინისტრაციულ სახდელს, ამის გარანტიას გაძლევთ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება.

მამუკა მდინარაძემ განმარტა, ექნება თუ არა ახალ სამმართველოს სამართლებრივი რეაგირება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებზე. მისი თქმით, ამის კრიტიკული შემფასებელი სასამართლო იქნება.

„ამის პირველი შემფასებელი შსს-ის შესაბამისი სამმართველო იქნება, მაგრამ საბოლოო, კრიტიკული შემფასებელი სასამართლო იქნება, ისევე, როგორც ჩემს მიერ ჩამოთვლილ ქვეყნებში ხდება - მაგალითად, თუ ბრიტანეთში საჯარო პოსტი ითვლება შეურაცხყოფად, თუ ის შეურაცხყოფის ელემენტებს შეიცავს და არა კრიტიკას. კრიტიკის გამო არავინ არავის დაადებს ადმინისტრაციულ სახდელს, ამის გარანტიას გაძლევთ, მაგრამ თუ საყოველთაოდ, მთელ მსოფლიოში გავრცელებული მოსაზრებით ითვლება კონკრეტული ფრაზა, წინადადება შეურაცხყოფად, შუღლის გამაღვივებლად, ამ შემთხვევაში, დიახ, მათ შორის შეიძლება ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენოს სასამართლომ იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ასეთ შუღლის გამაღვივებელ მიმართვას გამოიყენებს კონკრეტული ადამიანის, თუ პირთა ჯგუფის მიმართ. ეს პრეცედენტები უკვე გვაქვს. საბედნიეროდ, ჩვენი დიდი პლუსი არის ის, რომ არ გვჭირდება ახალი მიდგომა გამოვიგონოთ. ეს პრაქტიკა მსოფლიოში უკვე დამკვიდრებულია. ევროპული ქვეყნები წარმატებით ებრძვიან სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, პოლარიზაციის ჩამოყალიბებას და ეს პრეცედენტები შეიძლება კიდევ უფრო რბილად ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდეს“, - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა