ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის 131 ნომერში მცხოვრები მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე შეკრებილები კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

მათი თქმით, კორპუსის მშენებლობამ, მოქალაქეების საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა. ადგილობრივების მტკიცებით, მშენებლობის შედეგად, კედლები დაიბზარა.

აქციის მონაწილეებმა, სამშენებლო მოედნის მთავარი შესასვლელი ჩაკეტეს, სადაც მცირე ხმაური იყო. მოქალაქეები მძიმე ტექნიკას მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევენ.

„მოვიდნენ ექსპერტები და თავად ნახავენ რა მდგომარეობაშია ჩვენი საცხოვრებელი კორპუსი, წინა წლებში ბზარები არ ყოფილა, ახლა აქ საცხოვრებლად არ არის უსაფრთხო. კორპუსი შენდება ჩვენი საცხოვრებელი კორპუსის გვერდით, რაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს“, - ამბობენ შეკრებილები.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს