ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენელ ადვოკატებს/იურისტებს შეხვდა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი ორგანიზაციების იმ იურისტებს შეხვდა, რომლებიც ამავდროულად ადვოკატთა ასოციაციის წევრები არიან. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ გახსნეს.

„შეხვედრის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციისა და ბიზნეს ასოციაციის საქმიანობა, პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, იურისტების, ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობაში ინტეგრირების საშუალებები და ფორმები განიხილა.

მათ შორის, ისაუბრა ბიზნესგარემოსა და სამართლებრივი პრაქტიკის ურთიერთკვეთაზე, როგორც რეგულაციური ჩარჩოს გაუმჯობესების, ისე სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული პრაქტიკული გამოწვევების, დავების ეფექტიანი გადაწყვეტის მექანიზმებისა და კერძო სექტორსა და იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს