მამუკა მდინარაძე - შსს-ს ახლად შექმნილ სამმართველოს უფლება ექნება, მოიძიოს დარღვევის ფაქტები და სასამართლოს ადმინისტრაციული სახდელის დადების მოთხოვნით მიმართოს

სპეციალური სამმართველოს საქმიანობას ექნება პერმანენტული ხასიათი და რაც მნიშვნელოვანია, არ იქნება აუცილებელი იმ მოქალაქის მიმართვა, რომლის მიმართაც განხორციელდა სიტყვიერი ძალადობა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შსს-ს ახლად შექმნილ სამმართველოს პროაქტიულ რეჟიმში, თავისი ინიციატივით, უფლება ექნება, რომ მოიძიოს დარღვევის ფაქტები და მიმართოს სასამართლოს ადმინისტრაციული სახდელის დადების მოთხოვნით იმ კონკრეტული პირის მიმართ, ვინც სამართალდარღვევა ჩაიდინა.

„ჩვენ არ დაგვიანონსებია, რომ საკანონმდებლო ინიციატივით შევალთ პარლამენტში, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა ჩვენ უკვე გვაქვს და ხდება კიდეც მისი აღსრულება. ოღონდ „კონტექსტიდან ამოგლეჯილად“ დავარქვათ, უტრირებულადაც კი, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მოქალაქის საჩივრის საფუძველზე ხდება სამართლებრივი რეაგირება, მათ შორის, შსს-ს მხრიდან, სადაც შეიქმნება სპეციალური სამმართველო. სპეციალური სამმართველოს საქმიანობას ექნება პერმანენტული ხასიათი და რაც მნიშვნელოვანია, არ იქნება აუცილებელი იმ მოქალაქის მიმართვა, რომლის მიმართაც განხორციელდა სიტყვიერი ძალადობა. შსს-ს ახლად შექმნილ სამმართველოს პროაქტიულ რეჟიმში, თავისი ინიციატივით, უფლება ექნება, რომ თვითონ მოიძიოს ასეთი დარღვევის ფაქტები და მიმართოს სასამართლოს ადმინისტრაციული სახდელის დადების მოთხოვნით იმ კონკრეტული პირის მიმართ, ვინც სამართალდარღვევა ჩაიდინა.

ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება, მივაქციო ყურადღება, რომ აღსრულდეს კანონი, პროაქტიულ რეჟიმში. ჩემი პირადი და ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება, დავაწესოთ და დავადგინოთ სწორი პრაქტიკა საიმისოდ, რომ სწორი ზღვარი გაევლოს ადამიანის უფლებებს, მათ შორის, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის, შუღლის გამაღვივებელ სიტყვებს, ფრაზებსა და ამგვარი გამოხატვის ფორმებს შორის“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს