მამუკა მდინარაძე - თუ ჩვენ იგივე სტანდარტს მივყვებით, რითაც „იმედს“ შეეზღუდა ევროპარლამენტში შესვლა, მინიმუმ 2 ტელევიზიის ჟურნალისტი საერთოდ აღარ უნდა შეუშვა არც მთავრობის ადმინისტრაციაში და არც პარლამენტში - ამას არც ვაპირებთ

სამწუხაროდ, ძალიან დიდი ხანია ამ მიმართულებიდან საერთოდ არ არსებობს ხოლმე მტკიცებულება, ისე კეთდება არა მხოლოდ ჟურნალისტისათვის საქმიანობის აკრძალვა, ხელის შეშლა, არამედ რეზოლუციების მიღება, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვიცე-პრემიერმა უპასუხა კითხვას „რუსთავი 2-ის“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, ტელეკომპანია ევროპარლამენტის მიერ დაწესებული შეზღუდვის გასაჩივრებას გეგმავს.

„მე შემიძლია დაგისვათ ასევე რიტორიკული შეკითხვა, რატომ ფიქრობთ, რომ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება. რამდენი ხანია, მტკიცებულებებზე დაყრდნობით არ მოგისმენიათ გადაწყვეტილებები. სამწუხაროდ, ძალიან დიდი ხანია, ამ მიმართულებიდან საერთოდ არ არსებობს ხოლმე მტკიცებულება, ისე კეთდება არა მხოლოდ ჟურნალისტისათვის საქმიანობის აკრძალვა, ხელის შეშლა, არამედ რეზოლუციების გამოტანა. 10 რეზოლუცია გვახსოვს მტკიცებულებების გარეშე და რატომ გაგიკვირდათ თქვენს მიმართ ეს ყველაფერი. ჩემი აზრით, არ უნდა გაგიკვირდეთ.

თუ ჩვენ იგივე სტანდარტს მივყვებით, რითაც მაგალითად ტელეკომპანია „იმედს“ ერთი წლით შეეზღუდა თუ აეკრძალა ევროპარლამენტში შესვლა, ამ სტანდარტის მიხედვით, მინიმუმ 3 თუ 2 ტელევიზიის ჟურნალისტი საერთოდ აღარ უნდა შეუშვა, არც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, არც პარლამენტში. ამას არც ვაპირებთ, მაგრამ იმის მეასედი სტანდარტი რომ დააწესო აქ, ჩვენს შემთხვევაში იქნება ჟურნალისტისათვის ხელის შეშლა, მათ შემთხვევაში ეს დემოკრატიაა. ამას ვეგუებით ნელ-ნელა. ერთადერთი, ჩვენ რაც უნდა მოვახერხოთ, ქართულ საზოგადოებას დავანახოთ, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე და შემდეგ საზოგადოება ყოველ ჯერზე თავად იღებს ხოლმე გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ