ირაკლი ქადაგიშვილი - ის, რომ შეურაცხმყოფელი, ლანძღვის, დაპირისპირების, შუღლის გამომწვევი განცხადებები არ იყოს ჩვენი ცხოვრების თანმდევი და სტანდარტი, არ უნდა იწვევდეს უკმაყოფილებას - ამით საზოგადოება მოიგებს

ის, რომ შეურაცხმყოფელი, ლანძღვის, დაპირისპირების, შუღლის გამომწვევი განცხადებები არ იყოს ჩვენი ცხოვრების თანმდევი და სტანდარტი, რაზეც კანონი ისედაც არსებობს, რომ ეს პროაქტიული გახდეს, არ უნდა იწვევდეს უკმაყოფილებას, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნის საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, რაც ნაკლები იქნება ციფრულ თუ ჩვეულებრივ სივრცეში ღვარძლი, დაპირისპირება, გინება, ამით საზოგადოება მოიგებს - ის ადამიანიც მოიგებს, ვინც შეიძლება პოტენციურად ამას აკეთებდეს ან ვისაც შეიძლება ეს ეხებოდეს.

“კანონი ყველას შეეხება. ჯობია, ვიყოთ კარგი ინიციატივების მხარდამჭერები, ვიდრე კარგი ინიციატივებს ცუდი მაგალითების მოშველიებით ტორპედირება გავუკეთოთ. ისე შეგვაჩვიეს ბევრ უმსგავსობას, რომ რაღაცა ნორმალური, წესიერი გზის ჩვენება რომ ხდება ხოლმე, უარყოფით რეაქციას იწვევს ხოლმე. ის, რომ შეურაცხმყოფელი, ლანძღვის, დაპირისპირების, შუღლის გამომწვევი განცხადებები არ იყოს ჩვენი ცხოვრების თანმდევი და სტანდარტი, რაზეც კანონი ისედაც არსებობს, რომ ეს პროაქტიული გახდეს, არ უნდა იწვევდეს უკმაყოფილებას. პირიქით, მედიას წამყვანი როლი უნდა ჰქონდეს ამაში, რომ სწორედ ასეთ მიდგომას, შუღლის, დაპირისპირების და საზოგადოების პოლარიზაციას დაუპირისპირდეს. ეს ჩვენი ნოუ-ჰაუ კი არ არის მარტო, ეს სენი გავრცელდა მთელ მსოფლიოში. “ფეისბუქ პოსტს” რბილად ვამბობთ, მაგრამ ეს არის იგივე სოციალური სივრცე, როგორც ტრანსპორტი, ქუჩა - არანაკლებ და შეიძლება უფრო მეტადაც კიდევ სოციალური სივრცე არის. ამიტომ, რაც ნაკლები იქნება ციფრულ თუ ჩვეულებრივ სივრცეში ღვარძლი, დაპირისპირება, გინება - არ აქვს მნიშვნელობა ირაკლი ქადაგიშვილისგან მოდის თუ ვინმე სხვისგან - ამით საზოგადოება მოიგებს და ის ადამიანიც მოიგებს, ვინც შეიძლება პოტენციურად ამას აკეთებდეს ან ვისაც შეიძლება ეს ეხებოდეს.

აქ დაჭერაზე არ არის საქმე - ხომ არ თქმულა, რომ რამე ახალი საკანონმდებლო ცვლილებები შემოდის. ისედაც, აქამდეც შეეძლო ადამიანს ეჩივლა მისი ღირსების შელახვასთან დაკავშირებით”, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, როგორ აკონტროლებს სამმართველო, მაგალითად, ტროლ-ბოტებს, ქადაგიშვილმა უპასუხა, რომ სწორედ ამიტომ იქმნება სამმართველო, რომ საკითხს სისტემური მიდგომა სჭირდება.

“სწორედ მაგიტომ ითქვა, რომ სპეციალური დანაყოფი იქმნება შინაგან საქმეთა სამინისტროში, იმიტომ, რომ საკითხს სჭირდება სისტემური მიდგომა. ამიტომ, ამ სისტემურ მიდგომაში, რა თქმა უნდა, ბევრი საკითხი გამოიკვეთება, მათ შორის, რაც თქვენ თქვით”, - განმარტა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.

ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც განსხვავებული აზრი დაცული იქნება და ამავდროულად მიუღებელი იქნება სიძულვილის, მტრობისა და შეურაცხყოფის წახალისება.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა