თაზო დათუნაშვილი - კობახიძის უტყვი გამომეტყველების ჩანაცვლება მამუკა მდინარაძის სანდომიანი გამოხედვით არაფერს შეცვლის იმ მარაზმში, რასაც ხუთ-თვიანი პროპაგანდისტული კამპანია „ფასების შემცირება“ ერქვა

კობახიძის უტყვი გამომეტყველების ჩანაცვლება მამუკა მდინარაძის სანდომიანი გამოხედვით არაფერს არ შეცვლის იმ მარაზმში, რასაც ხუთ-თვიანი პროპაგანდისტული კამპანია „ფასების შემცირება“ ერქვა. ეს პროცესი დამთავრდა კრახით და ეს აჩვენა აბსოლუტურად ყველა მდგენელმა, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

დათუნაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძემ და მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ, რადგან ის მოქალაქეები, რომლებიც პროდუქტებზე ფასების გაიაფებას ელოდნენ, შეცდომაში შეიყვანეს.

„არაფრის ფასი არ გაიაფებულა, სტრუქტურულად არაფერი არ შეცვლილა და რაღაც სუპერმარკეტებმა თავის ფასდაკლებებს სახელი გადაარქვეს და ერთად მოაქუჩეს სადღაც ფასდაკლებული პროდუქტები.

სირცხვილია ამაზე აპელირება და არ არის სირცხვილი ბოდიშის მოხდა. საქართველოს მილიონობით მოქალაქეს, რომელიც ხუთი თვის მანძილზე ძირითად პროდუქტზე ფასების გაიაფებას ელოდა და ეს პროდუქტები გაუძვირდა, უტიფრები რომ არ იყვნენ, ბოდიში უნდა მოუხადონ იმისთვის, რაც გააკეთეს და რაც იკადრეს, მაგრამ ამის მოლოდინი არ გვაქვს.

ახლა სუს-ი თურმე ფასთა წარმოქმნას იკვლევს. რატომ იღლიან თავს, დასხდნენ ნებისმიერი უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის პირველ კურსზე და იქ გაიგებენ, ფასი როგორ წარმოიქმნება. სხვას ვერაფერს „შერლოკ ჰოლმსობით” და გამომძიებლობით ვერ დაადგენენ. ეს არის ძალიან ნათლად გაწერილი პროცესი საბაზრო ეკონომიკაში და ეკონომიკის პირველ კურსზე ისწავლება.

ამის მიღმა ყველა მცდელობა, რომ საკუთარი თავი გარეცხონ ამ ფასების საქმეში, არის სამარცხვინო, არის უტიფრობა და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაცინვა”, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე