უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

უკრაინის პირველი მართვადი საჰაერო ბომბი საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა, განაცხადა.

მინისტრის თქმით, მართვადი საჰაერო ბომბის შემუშავება 17 თვეს გაგრძელდა.

„ვაგრძელებთ უკრაინული მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შემუშავებას ფრონტის ხაზისთვის. Brave1-მა შექმნა პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი, რომელმაც უკვე გაიარა საჭირო ტესტები და მზადაა საბრძოლო გამოყენებისთვის“, - აღნიშნა ფედოროვმა.

მისი თქმით, მართვად საჰაერო ბომბს აქვს უნიკალური კონსტრუქცია და შექმნილია თანამედროვე ომის რეალობის გათვალისწინებით. მინისტრის განმარტებით, ეს არის არა დასავლური ან საბჭოთა გადაწყვეტილებების ასლი, არამედ უკრაინელი ინჟინრების მიერ შექმნილი მართვადი საჰაერო ბომბი, რომელიც განკუთვნილია ათობით კილომეტრის სიღრმეზე მდებარე გამაგრებული ნაგებობების, სამეთაურო პუნქტების და სხვა მტრის სამიზნეების ეფექტურად განადგურებისთვის.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია