გიტანას ნაუსედა - ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს მოლდოვისა და უკრაინის გზას ევროკავშირში 2030 წლისთვის გაწევრიანებისკენ

მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს ვესაუბრე. განვიხილეთ მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ივნისში ორივე ქვეყანასთან მოლაპარაკების ექვსივე კლასტერის გახსნის აუცილებლობა, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გაფართოების პროცესის წინსვლისთვის საჭიროა ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის პოლიტიკური ფოკუსირება და ერთიანობა.

„პროგრესი თავისთავად გარანტირებულად არ უნდა მივიჩნიოთ. გაფართოების პროცესის წინსვლისთვის, ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის პოლიტიკური ფოკუსირება და ერთიანობა. ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს მოლდოვისა და უკრაინის გზას ევროკავშირში 2030 წლამდე გაწევრიანებისკენ“, - აცხადებს გიტანას ნაუსედა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე