დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები - ვინაიდან შსს-ს მიერ აგვეკრძალა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან შეკრება, ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს, სოლოლაკში ჩავატარებთ ერთკაციან აქციას, რომელიც არ წარმოადგენს შეკრებას

ვინაიდან ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან შეკრების ჩატარება აგვეკრძალა, ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს, 19:00 საათზე, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, სოლოლაკში ჩავატარებთ ერთკაციან აქციას, რომელიც კანონის თანახმად, არ წარმოადგენს შეკრებას და შესაბამისად, არ ექცევა შსს-ს მითითების ქვეშ, - ამის შესახებ დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების განცხადებაშია აღნიშნული.

ასევე, მათივე ცნობით, დღეს, 17:00 საათიდან, მთავრობის ადმინისტრაციასთან მორიგი აქცია გაიმართება.

„ისევე, როგორც ყოველ ორშაბათს, დღეს, 17:00 საათიდან მხარდამჭერებთან ერთად, შევიკრიბებით მთავრობის ადმინისტრაციის წინ და ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ ვითხოვთ წამალს ჩვენი ბავშვების გადასარჩენად. ხელისუფლების უმოქმედობის ყოველი დღე უდრის დაკარგულ სიცოცხლეს.

ასევე, ვაგრძელებთ უწყვეტ აქციებს მთავრობის ადმინისტრაციის წინ და დიუშენის მარშს ყოველ კვირა დღეს.

ასევე, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობითი მითითებით ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან შეკრების ჩატარება აგვეკრძალა, ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს, 19:00 საათზე, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, სოლოლაკში ჩავატარებთ ერთკაციან აქციას, რომელიც კანონის თანახმად, არ წარმოადგენს შეკრებას და შესაბამისად, არ ექცევა შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითების ქვეშ.

მადლობას გიხდით ყველა ჩვენ მხარდამჭერს გვერდში დგომისა და დახმარებისთვის!,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, მშობლები უკვე 28-ე დღეა, მთავრობის სახლთან მედიკამენტის მოთხოვნით უწყვეტ აქციებს მართავენ და ღამეებს ათენებენ. ისინი სახელმწიფოსგან ქვეყანაში იმ წამლის შემოტანას ითხოვენ, რომელიც, მათივე განცხადებით, ბავშვებს მდგომარეობას შეუმსუბუქებს და კუნთების დისტროფიის პროცესს შეანელებს.

ფოტო: ლევან ზაზაძე

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა