ნათია თურნავა - 2025 წელს სებ-ის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაციური მოლოდინები სტაბილურად შენარჩუნდა

მნიშვნელოვანია, რომ 2025 წელს გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების ამსახველი ინდიკატორები, როგორებიცაა საბაზო ინფლაცია და მომსახურების ინფლაცია, წლის განმავლობაში, 3%-თან შედარებით დაბალი შენარჩუნდა, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე 2025 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2025 წელს საშუალო წლიურმა ინფლაციამ 3.9% შეადგინა, რაც მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლისგან ზომიერად გადახრილი იყო.

„საბაზო ინფლაციამ 2025 წელს საშუალოდ 2.2% შეადგინა, ხოლო მომსახურების სექტორში, სადაც ფასების ცვლილება შედარებით ხისტი ხასიათისაა, ინფლაცია საშუალოდ 2.7% იყო. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაციური მოლოდინები კარგად იყო მართული, სტაბილურად შენარჩუნდა და ინფლაციური პროცესები ნაკლებად ყოვლისმომცველი იყო“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

სებ-ის პრეზიდენტის განმარტებით, 2025 წლის ოქტომბრის პიკური 5.2%-ის შემდგომ, ინფლაციას თანმიმდევრულად კლებადი ტენდენცია ჰქონდა. კერძოდ, 2026 წლის იანვარში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 4.8%-მდე მოიკლო და მარტში უკვე 4.3%-მდე შემცირდა.

„თუმცა ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შედეგად საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასები გლობალურად გაიზარდა, რამაც ადგილობრივადაც გააძვირა საწვავი და აპრილის ინფლაციაში დამატებით 0.8 პპ წვლილი შეიტანა. საბოლოოდ, აღნიშნული მიწოდების შოკის პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტების ერთობლიობის შედეგად, აპრილში, მთლიანი ინფლაცია მიზნობრივი 3 პროცენტიანი დონიდან გადაიხარა და 5.9% შეადგინა. თუმცა შედარებით ხისტი ფასების ინდიკატორები კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოსაა. კერძოდ, საბაზო ინფლაციამ აპრილში 3.2%, ხოლო მომსახურების ინფლაციამ 3.7% შეადგინა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე